თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ფარავანის უღელტეხილზე - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე, 11 საათის განმავლობაში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
აკრძალვა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე მოქმედებს.
შეზღუდვა ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო დაწესდა.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ისევე როგორც გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.