კოსმეტიკა არ აღმოჩნდა: თბილისში ფსიქოსტიმულატორების განსაკუთრებით დიდი პარტია ამოიღეს

დაკავებულს, რომელიც ნარკოტიკებს ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა, 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. პოლიციამ თბილისში „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით“ 29 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.

დაკავებულის სახლის ჩხრეკის დროს ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა-პვპ“, ასევე „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.

სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.