საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკე მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. წლევანდელი კათოლიკური შობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში აღინიშნება.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დღესასწაული მიულოცა ქრისტიანების იმ ნაწილს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს.

პრეზიდენტმა მორწმუნეებს მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!“ – წერს პრეზიდენტი.

კათოლიკეებს შობის დღესასწაული ასევე მიულოცეს საქართველოს სხვა პირველმა პირებმა.

საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მორწმუნეებს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. არსებული ეპიდვითარების გამო საქართველოს ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა. კათოლიკურ ეკლესიაში მსახურება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. კოვიდ-პანდემიის გამო მსახურება დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა.

კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს>>

25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.