„გემრიელი აჭარა“ – საიმიჯო ვიდეორგოლი ტრადიციულ აჭარულ კერძებზე

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. „გემრიელი აჭარა“ – ასე ჰქვია აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც ტრადიციული აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო.

ვიდეორგოლში ლაზური, ზემო აჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებად ცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი. 

National Geographic Traveller Food: დააგემოვეთ ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური

კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულების მონაწილეობით შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია Redpoint-მა გადაიღო, მუსიკა კი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანს" ეკუთვნის.

სარეკლამო ვიდეორგოლთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის სხვადასხვა კუთხის გასტრონომიული კულტურისადმი მიძღვნილი საიმიჯო ვიდეორგოლები მოამზადა, რომლებიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, რეგიონში კულინარიის განვითარებისთვის უწყება დაინტერესებულ პირებს ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებს სთავაზობს, რომლებშიც ცნობილი და ადგილობრივი მზარეულები ტრადიციულ აჭარულ კერძებს მოამზადებენ.