საქართველოში უახლოეს დღეებში ყინვებია მოსალოდნელი

მოსალოდნელმა ყინვამ შესაძლოა დასავლეთ საქართველოში ციტრუსის დაუკრეფავი მოსავალი და ერთწლიანი ნაზარდები დააზიანოს
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ყინვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.