COVID-19 - ბოლო ცნობები

აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი მუტაციები: მეცნიერები განმარტავენ

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ აცნობონ კორონავირუსის ახალი სახიფათო მუტაციების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ეკვადორში კორონავირუსის ახალი სახეობებია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთს შეეძლო გავლენა მოეხდინა ქვეყანაში დაავადების მატებაზე, თუმცა მათ არაფერი აქვთ საერთო „ბრიტანულ შტამთან“, იუწყებიან ესპირიტუ სანტოს უნივერსიტეტის მეცნიერები.

გვაცნობეთ დაუყოვნებლივ: ჯანმო მსოფლიოს ქვეყნებს მიმართავს

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა შეინახეს ქვეყნის 22 პროვინციაში მოპოვებული 2500-ზე მეტი ნიმუშის გენეტიკური მასალა, რამაც მათ საშუალება მისცა, განესაზღვრათ თითოეულ ქალაქში გაჩენილი ვირუსის შტამი და დაედგინათ, მოხდა თუ არა მუტაციები.

„გამოვლინდა SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი. არსებობს ეჭვი, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ვირუსის გადამდებობის ზრდას. თუმცა შესწავლილი ვირუსების არც ერთი თანმიმდევრობა არ აჩვენებს ბრიტანული ვირუსის გენეტიკურ ვარიაციას“, — აღნიშნავენ მეცნიერები.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად გაზარდონ SARS-CoV-2-ის ვირუსების სეკვენირება (გენომის თანმიმდევრობის შესწავლა) და დაუყოვნებლივ აცნობონ მათ სახიფათო მუტაციების შესახებ.

ნუ გეშინიათ COVID-19-ის ახალი შტამისა: იერუსალიმელი პროფესორი კომენტარს აკეთებს

დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება და 70%-ზე მეტად გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა მსოფლიოს ქვეყნების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღება. ჯანმოს რეკომენდაციაა, გამოიყენონ ისეთი მიდგომა, რომელიც რისკების შეფასებაზე იქნება დაფუძნებული“.