თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მომღერალ ნინი შერმადინს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.
„ნეტა კიდევ როდის შევხდებით? ძალიან მომენატრებით. ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო, ასე უთქმელად. ძალიან მიყვარხართ. შევხდებით მარადისობაში“, – დაწერა მომღერალმა.