COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამისგან იცავს - გამალეის ცენტრი

„სპუტნიკ  V“ - მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ის გამალეის ცენტრშია შემუშავებული
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ს შეუძლია COVID-19-ის ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამისგან დაცვა, განაცხადა გამალეის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ გინცბურგმა.

კორონავირუსის ახალმა შტამმა შეიძლება საქართველომდეც მოაღწიოს? – სპეციალისტის განმარტება

„რასაკვირველია, დაიცავს... არ არსებობს არავითარი ჩვენება იმისა, რომ არ დაიცავს“, - აღნიშნა მან.

გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია. სპეციალისტების სიტყვებით, ეს შტამი ჩვეულებრივ კორონავირუსთან შედრებით შესაძლოა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს. ამასთან, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობის ან ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.

ახალი ტიპის კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეზღუდვების ყველაზე მაღალი დონე დააწესეს. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

საქართველოს დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი საავიაციო კავშირი არა აქვს. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, საქართველოში ჩამოსვლისას ვალდებული იქნება, 12-დღიანი კარანტინი გაიაროს.

„სპუტნიკ  V“ - მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო რეგისტრირებული ვაქცინაა. ის შეიქმნა ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობაა უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების არარსებობა.