COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთი სთავაზობს აზერბაიჯანს, ვაქცინა „სპუტნიკV"-ს წარმოება ააწყოს

რუსი სპეციალისტები აზერბაიჯანელ კოლეგებთან იმსჯელებენ აზერბაიჯანში რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის დელეგაცია აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან აზერბაიჯანში რუსული ვაქცინა  „სპუტნიკV"-ს წარმოების საკითხებს განიხილავს, განაცხადა კომპანია Р-Фарма-ს დამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი რეპიკმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„პროგრამა განვითარდება არამარტო რუსეთში, ის ამოქმედდება მთელ რიგ ქვეყნებში: სწორედ ახლა მივფრინავთ აზერბაიჯანში კლინიკური კვლევების პროექტის განსახილველად. შეიძლება ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ასევე დსთ-ის სხვა ქვეყნებიც“, - განაცხადა რეპიკმა.

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამისგან იცავს - გამალეის ცენტრი

აზერბაიჯანში თავისი გამგზავრების მიზნის კომენტირებისას მან განმარტა, რომ პირველ რიგში ეს არის, ბუნებრივია, ახალი კომბინაციის (AstraZeneca-ს ვაქცინასთან - რედ.) კლინიკური კვლევები, ასევე აზერბაიჯანის პროფილური, ფარმაცევტული სიმძლავრეების გამოყენების შესაძლებლობა ვაქცინა „სპუტნიკ-V"-ს წარმოებისთვის.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 203 593 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 142 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 253 პაციენტი კი გარდაიცვალა. საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას 58 533 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარდა 2 073 137 ტესტი, მათ შორის 9 383 - ბოლო დღე-ღამეში.