„არ მინდა პანდემიის დროს გაჩერება“ – რეჟისორი ცინცაძე მალე კინოს გადაღებას დაიწყებს

რეჟისორი აცნობიერებს, რომ შეზღუდვების პერიოდში კინოს გადაღება ძალზე რთულია, მაგრამ ის მაინც მიჰყვება თავის იდეას და 2021 წლის დასაწყისში ფილმის გადაღებებს დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი დიტო ცინცაძე პანდემიის დროს შეჩერებას არ აპირებს და 2021 წლის თებერვალში ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს.

ქართულ ფილმ „შინდისს“ ბრედ პიტი და მარტინ სკორსეზე შეაფასებენ

კინორეჟისორი აღიარებს, რომ კორონავირუსის გამო შეზღუდვების პირობებში კინოს გადაღება ძალიან რთულია, მაგრამ გადაღებების გადადებას ის არ აპირებს.

„რეალურად ფილმის გადაღება ასეთ პირობებში ძალიან ძნელია. პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს. ყველა შეშინებულია. პირბადეებით მსახიობები ვერ იქნებიან და ამიტომ მათ მოუწევთ ვირუსზე ტესტის არაერთხელ ჩატარება... არ მინდა პანდემიის დროს გაჩერება“, – განაცხადა ცინცაძემ „იმედის“ ეთერში.

რეჟისორის თქმით, მას დიდი ხანია სურს ფილმის გადაღება, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში და დროში ხდება.

„პრინციპია ასეთი – ჩაკეტილი სივრცე, ლიმიტირებული ხალხი. რეალური ფილმის გაკეთება მხოლოდ ასეა შესაძლებელი“, – აცხადებს რეჟისორი.

ფილმის სათაური ჯერ უცნობია. როგორც ცინცაძე აღნიშნავს, მისთვის ეს მუშაობის ბოლო ეტაპია.

გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ფილმში მოქმედება განვითარდება ერთ-ერთ ვილაში და იქ სულ ოთხი პერსონაჟი იქნება. სცენარი ნაწილობრივ იმპროვიზაციაზე აიგება.

დიტო ცინცაძე წარმატებული რეჟისორია, რომელმაც 1988 წლიდან მოყოლებულია 30-ზე მეტი ფილმი გადაიღო. მისი ბოლო ფილმი „შინდისი“ „ოსკარის“ პრემიის მომპოვებელთა სიაში იბრძოდა „საუკეთესო უცხო მხატვრული ფილმის“ კატეგორიაში, თუმცა პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

ცინცაძის სურათი „დაკარგული მკვლელები“ 2000 წელს კანის ფესტივალზე წარდგენილი იყო განყოფილებაში „განსაკუთრებული ხედვა“. დიტო ცინცაძე 2007 წელს იყო მოსკოვის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი.