მარია ნაუმენკო
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვნელ ევგენი პრიმაკოვის თქმით, 2021 წელს ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს დაეთმობა.
„ყურადღება, პირველ რიგში, დაეთმობა დსთ-ს, ახლო საზღვარგარეთს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეს. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც ჩვენ საერთო ისტორიული ბედი გვაკავშირდებდა. ჩვენ არ ვართ გულგრილები, განვიცდით ყველაფერს, რაც იქ ხდება. უფრო მეტიც, ეს ასახულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, მის პრიორიტეტებში. რა თქმა უნდა, ახლო საზღავრგარეთი პირველ რიგში“, ― განაცხადა პრიმაკოვმა.
დოკუმენტი შემუშავებულია „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ინიციატივით შემუშავდა რუსეთის 2025 წლამდე სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის საფუძველზე.
სააგენტოებს განზრახული აქვთ, მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები უცხოეთში, რომლებიც საზღვარგარეთ ჩამოაყალიბებს რუსეთის, როგორც მრავალეროვნული და პოლიკონფესიური ქვეყნის იმიჯს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებები რუსული ეთნოტურიზმისა და ხალხური რეწვის პოპულარიზაციისთვის.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იყოს მცდელობები, აეკრძალოთ ურთიერთობა ახალგაზრდებს, მაგრამ როგორც კონკრეტული ღონისძიებების, მაგალითად, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის პრაქტიკა აჩვენებს, ეს შეუძლებელია. ასეთი საერთაშორისო ურთიერთობა არის პირდაპირი გზა უცხოეთში ჩვენი თანატოლების გულებისკენ“, ― აცხადებს „როსმოლოდიოჟის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ბუგაევი.
ერთობლივი ღონისძიებები იქნება სამზადისი რელიაგიათშორისი და ინტერეთნიკური მსოფლიო კონფერენციისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს გაიმართება გაეროს, იუნესკოს, გაეროს პარლამენტთშორისი კავშირისა და ცივილიზაციათა ალიანსის მხარდაჭერით.