ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა

გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მისიის საქმიანობის სტრატეგიული მიმოხილვის შემდეგ
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უფლებამოსილება საქართველოში ორი წლით გახანგრძლივდა - 2022 წლის 14 დეკემბრამდე, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

EUMM - მშვიდობიანი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესების მხარდაჭერას ახორციელებს. ევროკავშირის სამოქალაქო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში, ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამოქმედდა.

პირველად 11 თვის შემდეგ: რა განიხილეს ერგნეთის შეხვედრაზე

ევროკავშირის საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 3 დეკემბერს მიიღო და მისიას 44,8 მილიონი ევრო გამოუყო. გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მისიის საქმიანობის სტრატეგიული მიმოხილვის შემდეგ.

2020 წლის მარტიდან მისიას საქართველოში მარეკ შიგელი ხელმძღვანელობს.

EUMM საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. მისიაში ევროკავშირის 28 მონაწილე ქვეყანა თანამშრომლობს.

მისია ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას მხარეებს შორის კონტაქტების ორგანიზების გზით და ნდობის აღსადგენად განხორციელებული სხვა ღონისძიებების მეშვეობით.