ტიკარაძე: კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა შეიძლება გაიზარდოს

საქართველოში 19 დეკემბრისთვის სულ გარდაიცვალა 2 055 ადამიანი, რაც დაავადებულთა რიცხვის 0,99%-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კიდევ გაიზარდოს.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 53 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან - 26 თებერვლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პოსტკოვიდური სინდრომის საფრთხე: რა არის ეს და ვის ემართება - ექიმის განმარტება

„ჩვენ დღეს გვაქვს სწორედ ის შედეგები, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ორი და სამი კვირის წინ გვქონდა. ეს არის ის მოსალოდნელი რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შეიძლება გაუარესდეს მომდევნო დღეებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში 19 დეკემბრისთვის სულ გარდაიცვალა 2 055 ადამიანი, რაც დაავადებულთა რიცხვის 0,99%-ს შეადგენს. პაციენტების უმრავლესობა (20 460) მკურნალობს სახლებში, კიდევ 1 971 მკურნალობას კოვიდ-სასტუმროებში გადის.

რაც შეეხება საავადმყოფოებს, ის კორონავირუსზე მკურნალობს 6 553 ადამიანი, აქედან 1 136-ის მდგომარეობა მძიმეა, 417 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.