თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.904 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.252 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით. დადებითი შედეგი ტესტების 15%-მა აჩვენა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, აჭარა - 197, შიდა ქართლი – 158, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4. 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175. 842-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 53 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 055-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 28. 984 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6. 553 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2. 844, აჭარაში – 769, იმერეთში – 1 309.
მძიმე მდგომარეობაში 1. 136 პაციენტია (თითქმის 4%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 417 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 56.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1. 971 ადამიანი, მათ შორის 721 – თბილისში, 902 – აჭარაში, 127 – იმერეთში.
ბინაზე 20 460 პირი მკურნალობს (აქტიური შემთხვევების თითქმის 71%).
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 144, ხოლო იმერეთში – 7.
თვითიზოლაციაში იმყოფება 45. 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19. 412 პირი, აჭარაში – 6. 554, იმერეთში – 6. 201.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18. 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9. 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9. 318 PCR ტესტით.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.