თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206 907-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 175 842 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 316), გარდაიცვალა – 2 055 (ბოლო 24 საათში – 53), კარანტინის რეჟიმშია 465, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 553 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 971 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.