წყალბურთის გუნდი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა

წყალბურთის გუნდმა „დინამო თბილისმა“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე ტურის მატჩი გამართა.
Sputnik

დინამოელები „ბარსელონეტასთან“ დამარცხდნენ ანგარიშით 5:17, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსელონეტა“ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ზუკა რურუას გუნდმა პირველი პერიოდი 0:5 ანგარიშით დათმო. ამის შემდეგ ქართული გუნდი კი გააქტიურდა, თუმცა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო.