საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს – ვიდეო

საბერძნეთში ბინების ძარცვის ბრალდებით ექვსი ქართველი დააკავეს, მათგან ერთი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს.
Sputnik

დაკავებულთა შესახებ ცნობები და ფოტოები საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. აქვეა ინფორმაცია დანაშაულში ორი სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებაც, რომლებიც ჯერ დაკავებული არ არიან. 

საბერძნეთში 24 სახლის ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დაკავებულების სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად ძვირადღირებული სამკაულები, ტექნიკა და სხვა ნივთებია ამოღებული. ადგილობრივ მასმედიაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება ქურდობათა რაოდენობისა და მოპარული ნივთების ღირებულების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებმა ატიკის სხვადასხვა რაიონში 31 ქურდობა ჩაიდინეს. ისინი ქურდობისას სახლების საკეტის გასაღებად სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ, ხოლო ინფორმაციას, ძირითადად, სახლებში მომუშავე პერსონალისგან იღებდნენ.