როდესაც ყველა ერთმანეთს ჰგავს: პანდემია, თბილისი და თბილისელები – ფოტო

Sputnik

არსებული მონაცემების თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში პირბადეს მოსახლეობის 95% ატარებს, საქართველოში – დაახლოებით 65%. ამის მაგალითს თბილისი იძლევა. სწორედ ამ მიზეზით შეიცვალა დედაქალაქის იერიც. ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალობა სწორედ სახით გამოიხატება, რაც ქალაქის განუმეორებელ საერთო სპეციფიკას აყალიბებს.

როგორ გადააქვს ქუთაისს კრიზისი და კორონავირუსის ეპიდემია - ფოტო

სახის გამომეტყველებით ხშირად შესაძლებელია დავადგინოთ, თუ რაზე ფიქრობს ან ოცნებობს ადამიანი, უხარია მას თუ გულდაწყვეტილია, მოვწონვართ თუ არა მას, სიმართლეს გვეუბნება თუ პასუხს გაურბის?..

ფოტორეპორტიორმა თბილისის ქუჩებში გასეირნება და ქალაქელების სახეებზე დაკვირვება გადაწყვიტა. აშკარაა, მიუხედავად ნახევრად დაფარული სახეებისა, კორონავირუსმაც კი ვერ შეძლო თბილისელებისთვის მომხიბვლელობისა და ეშხის წართმევა.

სხვათა შორის, ბევრი ადამიანი პირბადეს საკუთარი გემოვნებით არჩევს, განსაკუთრებით ქალები. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

1 / 17
კორონავირუსს ამ ლამაზი ფერების შეხამების აღქმა რომ შეეძლოს, ალბათ ნაკლებად აგრესიული გახდებოდა
2 / 17
თუმცა მამაკაცები ამაზე დიდ დროს არ ხარჯავენ – უმეტესობას აფთიაქის ერთჯერადი პირბადეც უხდება
3 / 17
ახალგაზრდებს კორონავირუსის საერთოდ არ ეშინიათ – მათი მომხიბვლელობის წინაშე ინფექცია უძლურია
4 / 17
ყველაზე მეტად იმას უჭირს, ვისაც მხრებზე ოჯახი აწევს. ასეთებს რისკზე თვალის დახუჭვა უწევთ, როცა პროდუქტების შესაძენად მიდიან
5 / 17
ხანდახან საფეხმავლო ბილიკი პოდიუმს მოგაგონებთ, რადგან აქ ნებისმიერი გემოვნების შესაბამის პირბადეს იხილავთ
6 / 17
სახლში სისუფთავე უნდა იყოს, მოდიან თუ არა სტუმრები ხშირად. თავის დაცვა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
7 / 17
გაურკვეველი ნიშნით იგრძნობა - კადრში ნამდვილი თბილისელი მამაკაცი ჩანს
8 / 17
პირბადის მოქსოვა საკუთარი ხელითაც შეიძლება, რაც ძალიან ეფექტურადაც გამოიყურება
9 / 17
თუმცა თვალები არსად იმალება – ისინი ბევრ რამეზე მეტყველებენ
10 / 17
ჯერ კიდევ ძველ დროში ირწმუნებოდნენ, რომ დაავადებებს ყველაზე მეტად ნათელი ფერები იგერიებენ
11 / 17
თანამედროვე ადამიანებს ასევე მოწონთ ღია ფერები, თუმცა სხვა მიზეზით: ისინი ლამაზად გამოიყურებიან
12 / 17
განსაკუთრებით ფასდება ინდივიდუალური სტილი, თუნდაც პირბადის გარეშე
13 / 17
თუმცა, წინდახედულობა მნიშვნელოვანია ყველასთვის
14 / 17
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს კი – პირბადე არ ესაჭიროებათ, მათთვის მთავარი ჩვენი სიყვარულია
15 / 17
თუმცა ეს საშიში და ლამაზი ძაღლები, ალბათ, არავის მოაფერებინებენ
16 / 17
ახალ თაობას პირბადეები არ ჭირდება: მიიჩნევა, რომ პატარებისათვის ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს
17 / 17
აი ასეთ სარკის მიღმა სამყაროში აღმოვჩნდით კორონავირუსის პანდემიის „წყალობით“