თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი 1939 წელს ქალაქ ხარკოვში დაიბადა. კინოში გადაღება 1966 წლიდან დაიწყო. მას 40-ზე მეტ მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, ძირითადად მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური. იგი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მიმინო“, „მთვარის მოტაცება“, „მიზანი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და ა.შ.
რუსლან მიქაბერიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა და კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.