2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები

მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია პანდემიასთან ბრძოლაზე, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებაზე და ეკონომიკის აღდგენაზე.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას უახლოეს დღეებში შეუდგება. 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ახალ წლამდე იქნება მიღებული

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეკემბრის დასაწყისში წარუდგინა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა მიიღოს.

რა მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4,3% იქნება. პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის შესახებ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.

ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტი გათვალოს მშპ-ის 4,3%-იანი ზრდიდან გამომდინარე და 3,8%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი, სსფ-ის მეთოდოლოგიით, არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 2,6%-ს.

ნომინალური მშპ მომავალ წელს 53,4 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. შედარებისთვის: გასულ წელს იყო 49,3 მილიარდი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები – 16,9 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მილიარდი ლარით. 

ცნობილი გახდა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები – ვიდეო

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

ამასთან, ჯანდაცვის დაფინანსება 711 მლნ ლარით გაიზრდება და 5,56 მლრდ ლარი იქნება.

263,8 მლნ ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და 1,8 მლრდ ლარი იქნება.

გარდა ამისა, ბიუჯეტში მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 900 მლნ ლარი იქნება, მთლიანობაში თავდაცვაზე მშპ-ის 2% დაიხარჯება, როგორც ეს ნატოს სტანდარტებითაა გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ბიუჯეტში 1,14 მლრდ ლარი პანდემიასთან ბრძოლისა და მოსახლეობის დახმარების მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას მოხმარდება.

საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების ასიგნებები (მლნ ლარი) 

უწყება20202021
პარლამენტი60,764,7
პრეზიდენტის ადმინისტრაცია6,256,25
მთავრობის ადმინისტრაცია15,516,0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური136,5137,5
ფინანსთა სამინისტრო81,088,9
ინფრასტრუქტურის სამინისტრო7.010,05.700,0
ეკონომიკის სამინისტრო822,4469,8
იუსტიციის სამინისტრო224,0246,5
ჯანდაცვის სამინისტრო5.515,05.563,0
საგარეო საქმეთა სამინისტრო156,0174,2
თავდაცვის სამინისტრო805,0900,0
შსს760,0790,0
სოფლის მეურნეობის სამინისტრო476,9463,6
განათლების სამინისტრო1.538,81.802,6