ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი გადაცემის ჩაწერისას ასე ეფერება და ამხნევებს მეუღლეს– უსაყვარლესი ვიდეო

უთბილესი ვიდეო სოციალური ქსელიდან, რომელიც გულს გაგითბობთ. ასე ცდილობს ჯანეტი ქმრის დაღლილობის შემსუბუქებას. ვიდეო „პრაიმშოუს“ სტუდიიდან.
Sputnik

12-საათიანი გადაღების შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილი დაღლილ მეუღლესთან ერთად ძველებურად ვეღარ პოზირებს. მიუხედავად ამისა, მის ოფიციალურ გვერდზე გულისამაჩუყებელი ვიდეო გამოჩნდა. კადრებში კარგად ჩანს ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება. ასე ცდილობს ტოპ-მოდელი პროდიუსერი მეუღლის დაღლილობის შემსუბუქებას.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.

სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ნოე უწყვეტი რეჟიმით საახალწლო გადაცემის სამზადისშია, მისმა შესანიშნავმა მეუღლემ მის გვერდით გადაწყვიტა ყოფნა და რეიტინგული შოუს გადაღებას ნოესთან ერთად ესწრება.

ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.