თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გარკვეული საკვები დანამატების გამოყენებამ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის რისკი შეამციროს ქალებში, ამ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა პორტალზე MedRxiv.
ექსპერტებმა გააანალიზეს იმ მობილური აპლიკაციის 1,4 მილიონი მომხმარებლის მონაცემები, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს აკონტროლებს. მონაწილეებს რეგულარულად შეჰყავდათ აპლიკაციაში სხვადასხვა სახის ცნობები, მათ შორის, ინფორმაცია კვებისა და საკვები დანამატების შესახებ.
დადგინდა, რომ ქალებში, რომლებიც იღებდნენ მულტივიტამინებს, ვიტამინ D-ს, ომეგა-3 ცხიმმჟავებს ან პრობიოტიკებს, კორონავირუსით ინფიცირების რისკი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათში, ვინც მათ არ იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ეფექტი მამაკაცებში არ გამოვლენილა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევას მხოლოდ დაკვირვების ხასიათი ჰქონდა, მეცნიერული დადასტურების მისაღებად კი საჭიროა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების ჩატარება.