დაპირისპირება ოპოზიციის რიგებში: პარტია „მოქალაქეები“ თავდასხმების ობიექტი გახდა

ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მემორანდუმზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ. ისინი მმართველი პარტიის შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ერთ კვირაზე მეტია პარტია „მოქალაქეებისა“ და მისი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მისამართით ტალახის სროლა არ წყდება, განაცხადა პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება უკავშირდება პარტიის სურვილს, დაასრულოს „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებათა პროცესი.

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების განცხადებით მიმართა

„ჩვენ – პარტია „მოქალაქეები“, ერთადერთ გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ იმ პირობებზე, რაც ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება... ამიტომ არის, რომ ერთი კვირაა, არ წყდება ჩვენზე ტალახის სროლა და ბულინგი. თურმე როგორ გავბედეთ და ვთქვით, რომ არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკების ჩაშლა სურს“, - განაცხადა იოსელიანმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ საკუთარ ამოცანას ხედავს იმაში, რომ მოლაპარაკებათა პროცესი გადაარჩინოს.

დღესვე ოპოზიცური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და შესაბამისად, პარლამენტში ვერ მოხვდა, განაცხადა, რომ ოპოზიციიდან აღარავინ არ დაურეკავს ალეკო ელისაშვილს და აღარ მოიწვევს მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკებათა ოთხი რაუნდი გაიმართა. ყველა რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. სავარაუდოდ, მორიგი მეხუთე რაუნდი მომავალ კვირაში გაიმართება.

სააკაშვილი: ოპოზიცია მალე იჯდება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიცურო პარტია გავიდა და 150-დან 60 მანდატი გაინაწილა.

მემორანდუმს, რომლის ხელმოწერით ოპოზიციამ სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა, ხუთ ოპოზიციურ პარტიას არ შეუერთდა სამი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „მოქალაქეები“. პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მმართველი პარტიის შემდგომ ნაბიჯებს ელოდებიან.

მემორანდუმს ასევე არ მოაწერეს ხელი ბლოკ „ძალა ერთობაშია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა.