ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა გამთენიისას დააკავეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი. 

ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

ბიძინა ესებუა გამთენიისას დააკავეს. უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ოჯახი კომენტარებისგან თავს იკავებს, თუმცა მისი დაკავების ფაქტს ადასტურებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბადრი ესებუა, შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა. 

ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია