თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა კიმ კი-დუკი - საკულტო კორეელი კინორეჟისორი ლატვიაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა, იუწყება პორტალი Delfi. ის 59 წლის იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ის იურმალაში უძრავი ქონების შეძენას და ბინადრობის ნებართვის აღებას აპირებდა, თუმცა დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. კოლეგებმა მისი ძებნა დაიწყეს, მაგრამ პირადი მონაცემების დაცვის წესების გამო პროცესი გართულდა.
კიმ კი-დუკი - ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელია ფილმებისთვის „პიეტა“ და „ცარიელი სახლი“, ასევე კანის ფესტივალის ჯილდოს ფილმისთვის „არირანგი“.
ოსტატი 1960 წელს სამხრეთკორეულ პროვინცია კენსან-პუქტოში დაიბადა, მალე კი ოჯახი საცხოვრებლად სეულში გადავიდა. 17 წლის ასაკში ის ქარხანაში მუშად მოეწყო, სამი წლის შემდეგ კი ჯარში წავიდა. ამის შემდეგ სურდა გამხდარიყო სასულიერო პირი, მაგრამ ფერწერამ გაიტაცა და ის პარიზში ხელოვნების შესასწავლად გაემგზავრა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიმ კი-დუკმა ევროპა თავისი ნახატების გამოფენებით შემოიარა. 2993 წელს დაიმსახურა სცენარისტთა ინსტიტუტის ჯილდო ფილმისთვის „სიკვდილმისჯილი მხატვარი და დამნაშავე“. ამას მოყვა რამდენიმე სხვა სცენარი, შემდეგ მან საკუთარი თავის რეჟისორის ამპლუაში მოსინჯა და ფილმი „ნიანგი“ გადაიღო. შემდეგ იყო „გარეული ცხოველები“, „სასტუმრო“ „ჩიტის გალია“, „რეალური ფანტასტიკა“ და სხვ.
გარდაიცვალა დიდი ქართველი კინემატოგრაფისტი ალექსანდრე რეხვიაშვილი >>
2019 წელს კიმ კი-დუკი მოსკოვის საერთაშორისი კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. იქ „ოსტატის“ პროგრამაში მან წარადგინა ფილმი „ადამიანი, სივრცე, დრო და ისევ ადამიანი“ (Human, Space, Time and Human).