„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

წინასაახალწლო დღეებია, ამ დროს ყველა მუსიკოსი წლის საუკეთესო კონცერტისთვის ემზადებოდა. გამონაკლისი არც გვანცა გიგიბერია იყო, ნიჭიერი საქსოფონისტი ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს რვა წლიდან დაუმეგობრდა.
Sputnik

მას შემდეგ გვანცამ დიდ პროფესიონალურ სცენაზე გადაინაცვლა. თავის მსმენელს ცნობილი სიმღერების მელოდიებს საკუთარი, ორიგინალური ინტერპრეტაციით სთავაზობს. სხვათა შორის, გვანცა პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა და ახლახან მუსიკალური ალბომი გამოსცა...

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- გვანცა, თქვენ ანსამბლ „მზიურის“ მეექვსე თაობაში იყავით, საქსოფონსაც მაშინ დაეუფლეთ?

- დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როცა ანსამბლ „მზიურის“ მეექსვე თაობაში მივედი. ბატონმა გურამ ჯაიანმა, როგორც კი დამინახა, გადმომცა საქსოფონი და მითხრა: აი, შენ ამ ინსტრუმენტზე დაუკრავო. ამის მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყევი და დავიხვეწე. ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა გურამმა ასეთი რთული ინსტრუმენტი სწორედ მე მანდო. მან ბევრი თაობა გამოზარდა და რაც მთავარია „მზიურის“ ყველა თაობა ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია. ახლა მეცხრე თაობა ჰყავს. ჩემთვის ამ ანსამბლში მოსვლა დიდი წარმატების დასაწყისი იყო. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- თუმცა სცენა თქვენთვის არც მანამდე იყო უცხო...

- ოთხი წლის ვიყავი, როცა სასახლეში, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან მიმიყვანეს იმის გამო, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალურ სამყაროში ოთხი წლიდან ვარ.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- თუ გახსოვთ რას მღეროდით მაშინ?

- მაშინ ანსამბლი „ფორტე“ იყო პოპულარული და მისი სიმღერები მიყვარდა. მე „ჰანავაგილას“ ვმღეროდი. კარგად მახსოვს, რომელიღაც კონცერტისთვის ვემზადებოდით. მე ეს მელოდია თავიდავე კარგად გავიმეორე და ჩემი ნამღერითაც აღფრთოვანებული დარჩნენ.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- საქსოფონი საკმაოდ რთული ინსტრუმენტია, ამიტომ საქსოფონისტები ძირითადად მამაკაცები არიან...

- დიახ, რთულია მისი დაუფლება, ბევრ შრომას მოითხოვს. ის ყველანაირ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს ავითარებს. გამორჩეულად საყვარელი მელოდია არ მაქვს, ყველა კომპოზიცია მიყვარს, რომელსაც ვასრულებ. არ არსებობს ის დავუკრა, რაც არ მომწონს, რადგან მასში ემოცია უნდა ჩავდო, რომელიც მერე მსმენელამდე მივა...

- უპირატესობას ქართულ სიმღერებს ანიჭებთ?

- დიახ, ძირითადად ქართული სიმღერების პოპულარიზაციას ვეწევი, გია ყანჩელის და მამუკა ჩარკვიანის სიმღერების ჩემეულ ვერსიას ვაჟღერებ. ეს ჩვენია და ამიტომ აქცენტი მასზე უნდა გვქონდეს.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- პირველი მელოდია საქსოფონზე სად შეასრულეთ?

- პირველი მელოდია ფილარმონიაში, საახალწლო კონცერტზე  შევასრულე. 1995 წელი იყო და მე რვა წლის ვიყავი. გადაბმული კონცერტები გვქონდა ხოლმე პრეზიდენტის ნაძვის ხეზე. მას შემდეგ ყოველ ახალ წელს განსაკუთრებულად ვემზადებოდი. უფრო ხშირად დიჯეისთან ერთად გამოვდიოდით კლუბში.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- უფრო სად გიყვარდათ გამოსვლა, სად გყავდათ თქვენი პუბლიკა?

- ხშირად ვუკრავდი შარდენზე, სადაც საკმაოდ პრესტიჟულია გამოსვლა. აი, მანდ ყოველი საღამოს ჩატარება ჩემთვის მართლაც დიდი ბედნიერება და სიხარული იყო. როგორც კი დაინახავდნენ გოგოს საქსოფონით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მით უმეტეს მერე, როცა დაკვრას ვიწყებდი, ეს ისეთი სასიამოვნო შეგრძნებაა...

- პანდემიის გამო, ბუნებრივია, სახლში გადიხართ რეპეტიციებს, მეზობლები არ აპროტესტებენ ამ ამბავს?

-არა, რას ბრძანებთ, პირიქით, სიამოვნებთ. ახლახან პირველი ჩემი დაბადების დღე იყო მეგობრების გარეშე, ეს საშინელებაა, ძალიან არ მინდა, რომ ახალი წელიც იგივენაირად ჩატარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული...

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- სხვათა შორის, ისეთი დროა, რომ საქსზე დაკვრა ჯანმრთელობას უფრო გაგიკაჟებთ...

- ვიცი, ფილტვებს აკაჟებს. სხვათა შორის, ხშირად მეუბნებიან, რომ ალბათ ისე გაქვს ფილტვები გავარჯიშებული, კორონა ვერ მოგერევაო.

„არასოდეს დანებდეთ სიტუაციას“- მუსიკა, რომელიც ფილტვებს აკაჟებს და განწყობას აუმჯობესებს

- ამ დროს უკვე საახალწლო კონცერტისთვის ემზადებოდით?
- დიახ, ამ დროს საახალწლო კონცერტის მზადება გვქონდა. ვათანხმებდით პროგრამას, იბეჭდებოდა ბანერები, რიგდებოდა მოსაწვევები და ძალიან ბედნიერ და სიცოცხლით სავსე დღეებს ვჩუქნიდით მსმენელს. მენატრება ის ქაოსი, უძილო ღამეებიც, მოგზაურობა და სიცოცხლე, რასაც ხელოვანი ადამიანი სცენაზე განიცდის.

- როგორი იქნება სურვილები გვანცასგან?

-ამ წინასაახალწლო დღეებში მინდა ყველა ქართველს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ძალიან ველოდები ამ ამბის დასრულებას, რომ სცენას დავუბრუნდე... ხშირად ესაუბრეთ ერთმანეთს, უთხარით, რომ გიყვართ ისინი და გენატრებათ, ამით გაცილებით გაადვილდება ურთიერთობები და ცხოვრება. არასოდეს დანებდეთ სიტუაციას და რაც მთავარია, კეთილი საქმე აკეთეთ...