საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია შევიდა, რომლებსაც წილად 150-დან 60 მანდატი ხვდათ. ბოლო დრომდე ისინი ერთიანი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე, საპასუხოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდნენ.
საერთო მემორანდუმს ხელი მოაწერა „ლელომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.
მემორანდუმს არ შეუერთდა სამი ოპოზიციური პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „მოქალაქეები“. „მოქალაქეების“ ორმა დეპუტატმა ბოიკოტის რეჟიმში დარჩება და მმართველი პარტიის მომავალი ქმედებებისთვის დაცდა გადაწყვიტა.
მემორანდუმს ასევე არ მოაწერეს ხელი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, რომელიც „ძალა ერთობაშია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკში შედის.
სამ დოკუმენტიან მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში გაიმართა.
პირველი დოკუმენტი – ეს არის ოპოზიციური სპექტრის განცხადება იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი შედეგებს არ აღიარებენ. ეს დოკუმენტი ასევე შეიცავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.
მესამე დოკუმენტი არის პარტიების ხელმძღვანელების განცხადება ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას სახელზე, სადაც მოთხოვნილია პარტიული სიების გაუქმება.