საქართველოს ახალი მთავრობა მომავალ კვირაში დაკომპლექტდება

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ავტომატურად გადადგა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავრობას და სამოქმედო გეგმას მომავალ კვირაში წარმოადგენს, განაცხადა საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. 

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

„უახლოეს დღეებში ჩვენ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები გვექნება და ვფიქრობ, რომ მომავალ ან რამდენიმე კვირაში ჩვენ მთავრობისთვის ნდობის გამოხატვის პროცედურას დავასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მთავრობის შემადგენლობაში იქნებიან თუ არა ახალი სახეები, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს გიორგი გახარიაზეა დამოკიდებული.

„მთავრობის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.