თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა. ესენი არიან გია ვოლსკი, დავით სერგეენკო და კახაბერ კუჭავა.
პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თითოეულ კანდიდატურას კენჭი უკვე უყარა.
პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა დეპუტატმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ 85 ხმა მიიღო, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ – 86, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ – ასევე 86 ხმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციის არყოფნის გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ორი ადგილი ვაკანტური დარჩა. დარბაზში სხდომას 150-დან 88 დეპუტატი ესწრება.