„შოკი და სიკვდილი“: რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ კორონავირუსზე აცრას გადაწყვეტთ

ექიმ-ნარკოლოგის თქმით, თუ ამ პირობას არ გაითვალისწინებთ, ვაქცინაციისას შოკი და ლეტალური შედეგი გამორიცხული არ არის.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსზე აცრის პერიოდში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს ვაქცინის ეფექტურობა და მძიმე შედეგებიც მოიტანოს, აცხადებს ექიმ-ნარკოლოგი ალექსეი კაზანცევი.

რა უნდა გაითვალისწინონ კოვიდისგან განკურნებულმა ახალგაზრდებმა: იტალიელი ექიმი განმარტავს

მისი თქმით, ვაქცინაციის დროს ალკოჰოლის მიღება ზრდის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს.

„ეს შეიძლება დასრულდეს ანაფილაქსიური შოკითა (მწვავე და უკიდურესად მწვავე ალერგიული რეაქცია) და ლეტალური შედეგით. იმუნიტეტი ალკოჰოლის მიღების დროსაც შეიძლება შემცირდეს“, — განმარტა სპეციალისტმა.

მედიკოსმა ასევე არ გამორიცხა „გაუკუღმართებული რეაქციის“ გამოვლინებაც, რაც ვაქცინირებულის მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იმუნიტეტი ვაქცინის შეყვანიდან 42 დღის განმავლობაში ყალიბდება. ამ პერიოდში და ასევე აცრამდე ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია ალკოჰოლის შეზღუდვა.