COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – ბოლო მონაცემები 11 დეკემბრისთვის

მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ინფექციის თითქმის 400 ათასი ახალი შემთხვევა, ექვსი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 დეკემბრის დილისთვის 68.165.877 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1.557.385, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

შვეიცარიელი რეჟისორი თბილისში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში პანდემიის დასაწყისიდან დაფიქსირდა 29.139.394 ინფიცირებული, ევროპაში – 20.869.839 და აზიაში – 11.237.814 .

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 385.477-ით გაიზარდა, 6.171 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 69.531.812 შემთხვევა და გარდაცვლილია 1.580.867 ადამიანი.

ჯანმომ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსი აშშ-ში

შეერთებულ შტატებში საკარანტინო ზომების შესუსტების ფონზე ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

როდის დაეხმარება აშშ კოვიდ-ვაქცინით სხვა ქვეყნებს: თეთრ სახლში პირობა დაასახელეს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 221 ათასს გადააჭარბა, 3.124 ადამიანი გარდაიცვალა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა COVID-19-ის 221.267 ახალი შემთხვევა. გასულ კვირაში ექიმებმა ერთ დღეში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს – 227.885.

უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექციის თითქმის 15,4 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული, 289 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. განკურნებულია 5,8 მილიონზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსი ინდოეთში და ბრაზილიაში

ინდოეთში, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მეორეა მსოფლიოში და სიკვდილიანობის მიხედვით მესამე ადგილზეა, გამოვლინდა 9.767.371 შემთხვევა, დაიღუპა 141.772 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 9,2 მილიონზე მეტი პაციენტი.

მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო >>

პანდემიის დაწყებიდან ბრაზილიაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 6,7 მილიონი, 179 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და თითქმის 6 მილიონი გამოჯანმრთელდა. ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა მიხედვით, ხოლო სიკვდილიანობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს.

სიტუაცია მსოფლიოში

ჯანმოს მონაცემებით, რუსეთი ინფიცირებული 2,5 მილიონი ადამიანით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის 27.927 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დადასტურდა 2.569.126 შემთხვევა, 2.033.669 გამოჯანმრთელდა, ხოლო 45.280 პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთმა ვაქცინა „სპუტნიკ  V“ გაეროში წარადგინა

COVID-19 ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში ბოლო დღის განმავლობაში 20.964-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. 516 ადამიანი გარდაიცვალა, ამას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. წინა დღეს დიაგნოზი დაუდასტურდა 16.578 ადამიანს, გარდაიცვალა 533 ადამიანი. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 1.787.783 ადამიანს, ხოლო 63.082 პაციენტი გარდაიცვალა.

თურქეთში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობამ დღე-ღამეში 30.424 შეადგინა, 220 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დასაწყისიდან. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ფაჰრეტინ კოჯამ ადრე განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სტამბულში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არაერთხელ დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა.

საბერძნეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1.534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ინფექცია 23 ადამიანს ქვეყანაში შესვლისას დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 121.253-მდე გაიზარდა. ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში COVID-19-ს 3.370 ადამიანი ემსხვერპლა.