„დემოკრატიის დაკრძალვა“: ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან – ვიდეო

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა რამდენიმე საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. იხილეთ ვიდეოში, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციებზე.
Sputnik

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან პარასკევს დილიდან შეიკრიბნენ მომიტინგეები, რომლებიც ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და შენობაში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ.

ოპოზიციის მომხრეები იმყოფებოდნენ პარლამენტის ყველა შესასვლელთან, მათ შორის გვერდითა ჭიშკართან, სადაც დეპუტატებისა და მთავრობის წევრების ავტომობილები ეზოში შედიან. იქვე ოპოზიციამ გამართა პირველი აქცია „დემოკრატიის დაკრძალვა“. მოგვიანებით ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერებმა ზედა შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინებიც მიიტანეს.