ყველაზე მოდური დიეტა: შუქნიშანი და კომფორტის უსაზღვრო შეგრძნება

მსოფლიოში პოპულარობას ახალი — ფერადი დიეტა იძენს, რომელიც მარტივია იმის აღსაქმელად, თუ რა და როდის უნდა მიირთვათ, რომ ჯანმრთელი იყოთ, კალორიების გაუთავებელი თვლით თავი არ დაიტანჯოთ და ამავე დროს დისკომფორტი არ განიცადოთ.
Sputnik

„შუქნიშნური დიეტა“ კვების ორი განსხვავებული კომპლექსის საერთო სახელია. მათი მიდგომები განსხვავებულია, მაგრამ მიზანი ერთია — წესრიგში მოიყვანოს ორგანიზმი და მინიმუმამდე დაიყვანოს კვების დროს კალორიების თვლით გამოწვეული დისკომფორტი.

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... – დიეტოლოგი გირჩევთ

„შუქნიშნური დიეტის“ ერთ-ერთი კომპლექსის პრინციპია საკვების მწვანე, ყვითელ და წითელ პროდუქტებად დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ორგანიზმისთვის. 

„ჩვენ გარშემო არსებულ პროდუქტებს სამ ჯგუფად ვყოფთ. პირველი — ეს „მწვანე სიის“ პროდუქტებია და ჩვენს მთავარ რაციონს შეადგენს: ბოსტნეული, ხილი, რაიმე უცხიმო, ხარისხიანი ხორცი, კვერცხი. ეს პროდუქტები ადამიანისთვის საბაზისო უნდა გახდეს“, — ამბობს დიეტოლოგი ოლეგ კრივჩენკოვი.

მისი თქმით, „ყვითელ სიაში“ ცოტათი უფრო ცხიმიანი პროდუქტები უნდა შევიდეს და ის შეიძლება ოდნავ მეტ ნახშირწყლებსაც შეიცავდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს უფრო ცხიმიანი ხორცი და სხვადასხვა სახეობის ყველი.

დიეტოლოგი განმარტავს, რომ დამიანმა „ყვითელი სიის“ პროდუქტები კვირაში მაქსიმუმ ორჯერ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება „წითელ სიას“ — მასში შედის ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის არცთუ ისე სასარგებლოა.

წონაში დაკლება და ტკბილი ძილი გსურთ? მაშინ არ მიირთვათ ძილის წინ ეს პროდუქტები

„მაგრამ ისინი არსებობს და რადგან ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, ვერსად გავექცევით იმას, რომ ეს პროდუქტები ჩვენს რაციონში იქნება: კანფეტები, ნამცხვრები, ტკბილი სასმელები. მათი მირთმევის უფლება თავს თვეში მხოლოდ ორჯერ უნდა მივცეთ“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მიდგომა, რომელშიც პროდუქტები შუქნიშნის პრინციპზე იყოფა მათი ფერის მიხედვით. ამ დიეტის შესახებ სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, დიეტოლოგი ელენა სოლომატინა აღნიშნავს, რომ „ეს ბავშვისთვის ახსნას ჰგავს, რათა ყველამ გაიგოს, რომ მრავალფეროვანი კვებაა საჭირო“.

ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს>>

მისი თქმით, სტაფილოში და, ზოგადად, ნარინჯისფერ ბოსტნეულსა და ხილში ბევრია ბეტა-კაროტინი. წითელი ფერი, როგორც პომიდორში, ისე ასკილში, ლიკოპენის შემცველობაზე მიუთითებს, მწვანე ბოსტნეულში კი ქლოროფილი და ლუთეინი შედის, იასამნისფერ, მუქ წითელ და იისფერ პროდუქტებში (ალუბალი, ქლიავი, მოცხარი) — ანტოციანები.

ექიმის თქმით, თითოეული პიგმენტი ამ პროდუქტებს ჩვენს აღსაფრთოვანებლად კი არ აფერადებს, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს, ნებისმიერ ორგანოთა სისტემის დასაცავად გამოვიყენოთ ისინი.