საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი ეტაპი იწყება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი შეარჩია და ახლა თითოეულს უნდა გაესაუბროს. პროცესს სახალხო დამცველისა და ეუთოს მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანტურ ადგილზე 50 პრეტენდენტთან გასაუბრებას იწყებს, რათა საბოლოოდ დაკომპლექტდეს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა 8 ოქტომბერს დაიწყო, მონაწილეობაზე განაცხადი 111-მა კანდიდატმა შეიტანა.

საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს მონიტორინგს OSCE/ODIHR გაუწევს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აქედან 50 კანდიდატი შეარჩია. ახლა თითოეულთან გასაუბრება უნდა გაიმართოს. პროცესს დააკვირდებიან სახალხო დამცველისა და ეუთოს მისიის წარმომადგენლები.

პირველი გასაუბრება გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივერი აბაშიძესთან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძესთან.

მას შემდეგ, რაც პრეტენდენტების სია 9-მდე შემცირდება, დაიწყება კენჭისყრა თითოეულზე, რათა შემდეგ კანდიდატებები დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ. ამ სიაში მოხვდებიან ისინი, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების 2/3 ექნება.

„დაკარგული შესაძლებლობა“: ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ>>

პარლამენტს უნდა წარედგინოს არა მხოლოდ კანდიდატების სია, არამედ ასევე ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები განიხილავენ მოსამართლეობის ყველა კანდიდატს და თითოეულს ცალკე უყრიან კენჭს. კანდიდატმა, იმისთვის, რომ მოსამართლე გახდეს, მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

სასამართლოების მუშაობის რეჟიმი იცვლება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე უარს განაცხადებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს კანდიდატი უნდა წარუდგინოს იმ პირთა სიიდან, რომლებიც მესამე შესარჩევ ეტაპამდე ვერ გავიდნენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები კიდევ გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.