საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

კოვიდინფექციით გარდაცვლილი ექიმი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მუშაობდა. მედიკოსი თბილისში, ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსით „ევექსის კლინიკების“ მედიკოსი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

არსებული ინფორმაციით, ექიმი ახალციხეში რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. ის მკურნალობას თავდაპირველად სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს.

შვეიცარიელი რეჟისორი თბილისში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

მოგვიანებით ინფიცირებული ექიმი სამკურნალოდ თბილისში, ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ერთი კვირის წინ ახალციხეში „ევექსის კლინიკების“ კიდევ ორი ექიმი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.657-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 178.953-ს შეადგენს. აქედან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო 24 საათში 75 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.