კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 178.953-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.570 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.067 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 708, ქვემო ქართლი – 352, აჭარა – 331, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 325, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 133, სამცხე-ჯავახეთი – 75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. 
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148.332-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსმა 43 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.657-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 28.938 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.918  პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.017, აჭარაში – 991, იმერეთში – 1.357.

1.130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 453 პირი, თბილისში – 205, აჭარაში – 54, იმერეთში – 77. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.524 ადამიანი, მათ შორის, 1.144 – თბილისში, 1.715 – აჭარაში, 370 – იმერეთში. 18.496 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.019 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 138, ხოლო იმერეთში – 28.

თვითიზოლაციაში იმყოფება 50.724 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.817 პირი, აჭარაში – 10.336, იმერეთში – 5.647.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 178.953-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.