თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარება, რაც მასზე წვდომას ყველა ამერიკელი შეძლებს, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა.
„მას შემდეგ, რაც ყველა ამერიკელი შეძლებს, გაიკეთოს აცრა, აშშ საერთაშრისო თანამეგობრობას ― ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებსა და სხვებს ― COVID-19-ის ვაქცინებით დაეხმარება“, ― ნათქვამია ო’ბრაიენის წერილობით განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც COVID-ვაქცინაზე ამერიკელების პრიორიტეტულ წვდომას ითალისწინებს. ბრძანებულების დეტალები უცნობია. ასევე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ტრამპი, აიძულოს ვაქცინის მწარმოებელი კერძო ფარმაკომპანიები, გაავრცელონ ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-ში. როგორც ცნობილია, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფორმებენ კონტრაქტებს.