ცნობილი ტელეწამყვანის ასევე ცნობილმა შვილმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. მარიამის უახლესმა ფოტომ მის „ფოლოვერებში“ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და მას უამრავი კომენტარი და მოწონება ხვდა წილად. როგორც ჩანს, მარიამიც დედასავით 18-საათიან კვებაზეა, რადგან წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„შენ ხარ ჩემი მთავარი სარკე მარუს, რომელიც საკუთარ შეცდომებთან მასწორებ. ამიტომ, მაგრად გამიმართლა ჩემ შვილად რომ დაიბადე“, – ასეთი სიტყვებით მიულოცა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უფროს შვილს მარიამ გეგუჩაძეს იუბილე რამდენიმე კვირის წინ.
ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ორ შვილს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი და „ინფლუენსერი“ ყველაზე ჰარმონიულად თავს სწორედ შვილებთან გრძნობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.