თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 141.392 (ბოლო 24 საათში – 3.893), გარდაიცვალა – 1.576 (ბოლო 24 საათში – 36), კარანტინის რეჟიმშია 1.186, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.829 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.759 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.