ეს რაღაც სხვაა: იდუმალ დაავადებას ინდოეთში COVID-19-თან კავშირი არ აქვს

ინდოეთში იდუმალი სენით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 800 კაცს მიაღწია. ხელისუფლება ცდილობს პანიკას „ეფექტური კომუნიკაციის“ გზით გაუმკლავდეს.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. იდუმალი დაავადება, რომელიც რამდენიმე ასეულ ადამიანს შეეყარა ინდოეთის ქალაქ ელურუში, კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება, განუცხადა РИА Новости-ს დასავლეთ გოდავარის ოლქში განთავსებული შტაბის ინსპექტორმა დოლა ჯოში როიმ.

უცნობი დაავადების შესასწავლად ინდოეთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

უცნობმა დაავადებამ ელურუსა და მის შემოგარენში კვირას იფეთქა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 800 ადამიანს მიაღწია. დაავადების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, მოულოდნელი გულყრები, აქაფებული პირი და კანკალი. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს.

დოლა როის თქმით, ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ დაავადება შესაძლოა წყლის მძიმე ლითონებით, ფოსფორორგანული ნაერთებითა და პესტიციდებით დაბინძურებას უკავშირდებოდეს.

ექიმები საგონებელში: ინდოეთში უცნობი დაავადების გამო 350 კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი>>

ინსპექტორის თქმით, შტატში ჯერ კიდევ არ იციან დაავადების ნამდვილი მიზეზი და ცდილობენ მის დადგენას. დაავადებულებს ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია და ტესტირება კორონავირუსზე. გაირკვა, რომ დაავადება არ უკავშირდება COVID-19-ს.

„კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და PSR–ტესტებმა დაავადებულებში COVID-19 გამორიცხა. შესაბამისად, ამ დავაადებებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“, — განმარტა დოლა ჯოში როიმ.

მისი თქმით, რაიონებში, რომლებშიც ახალი დაავადება დაფიქსირდა, „ფსიქოლოგიური კრიზისია“. ხელისუფლება ცდილობს „ეფექტური კომუნიკაციით“ გაუმკლავდეს მოსახლეობაში პანიკას.

სისხლისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზმა, ასევე ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ჯერჯერობით ვერ გამოავლინა დაავადების მიზეზი. თუმცა, როგორც გამოცემა Times of India წერდა, შესაძლოა ეს ყველაფერი ტოქსიკური ქლორორგანული ნაერთებითა და კოღოებისგან დაცვის საშუალებებით იყოს გამოწვეული.