COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო COVID-19-ზე იძულებით ვაქცინაციას ეწინააღმდეგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ადამიანების დარწმუნება, გაიკეთონ აცრა COVID-19-ზე, რთული ამოცანა იქნება.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება კორონავირუსზე იძულებით ვაქცინაციას და მიაჩნია, რომ უფრო მართებული იქნება, თუ ქვეყნების მთავრობები ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობას გაზრდიან, განაცხადა ჯანმოს იმუნიზაციის განყოფილების დირექტორმა კეიტ ო’ბრაიანმა.

ჯანმო COVID-19-ზე იმუნური პასპორტების გაცემას ეწინააღმდეგება
„არ მგონია, რომ [ვაქცინაციის] მოთხოვნა ის მიმართულებაა, რომლითაც უნდა ვიმოძრაოთ, განსაკუთრებით, ამ ვაქცინებით“, — განაცხადა მან ონლაინ–პრესკონფერენციაზე.

ო’ბრაიანის პროგნოზით, ქვეყნების ხელისუფლებები COVID-19-ზე მოსახლეობის იძულებით აცრას არ დაიწყებენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პროფესიების ადამიანებს დაჟინებით ურჩიონ აცრის გაკეთება მათივე და ასევე პაციენტების უსაფრთხოებისთვის. ასეთები არიან, მაგალითად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მომუშავე მედიკოსები.

ამასთან ჯანმოში მიაჩნიათ, რომ მოსახლეობაში COVID-19-ის ვაქცინებისადმი ნდობის გაზრდა იოლი ამოცანა არ იქნება.

  • „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები [რომ ვაქცინაცია სასარგებლოა] და უნდა დავითანხმოთ ისინი“, — აღნიშნა ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა განყოფილების ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა.

ის ასევე ეწინააღმდეგება იძულებით ვაქცინაციას და ხაზს უსვამს, რომ საუკეთესო ვარიანტი — ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა, რის შემდეგაც ისინი თავად გადაწყვეტენ, აიცრებიან თუ არა.