სიღნაღში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. კახეთში გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება „რუსთავი 2".

შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

თბილისში შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 10 წლის მეზობელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას ბავშვის ოჯახმა აცნობა.

მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.