დიდ დიღომში ბუნებრივი აირის მიწოდება 3 ათას აბონენტს შეუწყდა

ადგილზე შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ. „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 22:00 საათამდე აღუდგება.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას ერთ-ერთმა კომპანიამ გაზის მილი დააზიანა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რათა ბუნებრივი აირის მიწოდება დროულად აღდგეს.

„თბილისი ენერჯი“: „დიღომი 7“, „დიღომი 8“ და „დიღომი 9“ აფეთქებას გადაურჩა

„დავარის ქუჩაზე ერთ-ერთმა კომპანიამ კვლავ დააზიანა „თბილისი ენერჯის“ გაზის მილი. ბუნებრივი გაზი მიმდებარედ მცხოვრებ 3000 აბონენტს შეუწყდა. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯის“ ამავე ქუჩაზე იგივე პრობლემა 28 ნოემბერსაც შეექმნა. მაშინ გაზის გარეშე 5 ათასი აბონენტი დარჩა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბუნებრივი აირის მიწოდებას 16:00 საათიდან დაიწყებენ და 22:00 საათამდე ყველა აბონენტი სრულად ჩაირთვება.