მსოფლიო დღეს

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები მსოფლიოში: გამოქვეყნდა რეიტინგი

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა დაასახელა 12 ქალი, რომლებიც მკითხველებმა ყველაზე გამორჩეულებად მიიჩნიეს მიმდინარე წელს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Finencial Times-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში 12 ქალია შესული და, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველა მათგანი კრიზისებთან ბრძოლითა და პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით არის გამორჩეული.

​აღსანიშნავია, რომ რედაქციამ კანდიდატები მკითხველთა დახმარებით შეარჩია, რომელთა კომენტარებიც არის მოყვანილი არჩევანის განმარტებაში.

რეიტინგში პირველ პოზიციას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი იკავებს — კორონავირუსის საფრთხეზე ოპერატიული რეაგირებისთვის.

შემდეგ მოდის ოზლემ ტურეჩი — კომპანია Biontech-ის წამყვანი მეცნიერი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა. 

მარგო რობი, ჰენრი კავილი, მილი ბობი ბრაუნი: IMDB 2020 წლის ვარსკვლავებს ასახელებს

მესამე ადგილზე მოხვდა კამალა ჰარისი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში.

მას მოჰყვებიან ბელორუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია — „ქვეყნის პოლიტიკური ძილიდან გამოყვანისა და ადამიანებისთვის იმედის მიცემისთვის“ და ამერიკელი პოლიტიკოსი სტეისი აბრამსი, რომელმაც დემოკრატების წარმატებული კამპანია ჩაატარა ჯორჯიის შტატში.  

საინტერესოა ის ფაქტი, რომ შემდეგ პოზიციაზე განთავსდნენ დასაქმებული დედები — არა რომელიმე კონკრეტული ქალი, არამედ ყველა დედა, რომლებიც პანდემიის გამო დაკეტილი საბავშვო ბაღების მიუხედავად მაინც ახერხებენ მუშაობას.

რეიტინგში ასევე შევიდნენ ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინგ ვენი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა ერთ-ერთ უძლიერესად აქცია მიმდინარე წელს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე რუთ გინზბურგი, ამერიკელი პოლიტიკოსი ალექსანდრა ოკასიო–კორტესი, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი შაილაი და ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი.