საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერეში სულ ოთხი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა, აქედან სამის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისათვის ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ბრიგადა
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

„მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის“ - ომბუდსმენი

მათ ვირუსი გეგმური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.

თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისათვის სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.

ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროებში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად უკვე 4 ათასს აჭარბებს.

ახალი კორონავირუსის  გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა.

რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1 200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.