COVID-19 - ბოლო ცნობები

ნაპოვნია კორონავირუსის პირველი მუტაცია, რომლის წინაშე ანტიგენები უძლურია

ერთ-ერთი აღმოჩენილი მუტაცია ნიღბავდა ვირუსს ანტისხეულების მთელი ნაკრებისთვის, ზოგიერთი სხვა მუტაცია კი სამიდან ერთ-ერთ შერჩეულ ანტისხეულს უსხლტდებოდა.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. მეცნიერებმა გამოავლინეს SARS-CoV-2-ის მუტაცია, რომელიც ინფექციასთან საბრძოლველად გამომუშავებული ანტისხეულების მიერ მის ამოცნობას „გაურბის“, იუწყება Nature კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა COVID-19-ის დროს ანტივირუსული პრეპარატების არაეფექტურობა დაამტკიცეს

ფრედ ხატჩინსონის ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დაატანეს რუკაზე COVID-19-ის ყველა შესაძლო მუტაცია, რომელსაც სამი მონოკლონური ანტისხეულის შეკავშირების აღკვეთა შეუძლია (ანტისხეულები ლაბორატორიაში იყო შექმნილი და პაციენტების ორგანიზმში სპეციალიზებული თერაპიის ფარგლებში შეჰყავთ).

გაირკვა, რომ რამდენიმე მუტაცია ეხებოდა ცილის სეგმენტს, რომელსაც რეცეპტორთან დამაკავშირებელ დომენს (RBD) უწოდებენ, და რომელსაც ვირუსი უჯრედებში შესაღწევად იყენებს. ერთ-ერთი ასეთი მუტაცია ნიღბავდა ვირუსს ანტისხეულების მთელი კოქტეილისთვის, ზოგიერთი სხვა მუტაცია სამიდან ერთ-ერთ შერჩეულ ანტისხეულს უსხლტდებოდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი აღნიშნული ცვლილება ფართოდ არის გავრცელებული COVID-19-ით ინფიცირებულებში, ხოლო ნიდერლანდებსა და დანიაში აღმოჩენილია ისეთი მუტაცია, რომელიც ანტისხეულების მთელს ნაკრებს უწევს წინააღმდეგობას.