როგორ სხვა დიდ ქალაქებში, ქუთაისშიც შეწყვიტა მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, არ მუშაობა დიდი მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, ქუჩაში სიარული მხოლოდ პირბადით შეიძლება.
ბევრისთვის ახლა მძიმე კრიზისული დრო დადგა. ფასები და სხვა ხარჯები გაიზარდა, ცხოვრება გართულდა, უმეტესობას შემოსავლები შეუმცირდა, თუმცა კორონავირუსი უკან არ იხევს. ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველდღიურად მატულობს.