COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობენ

კოვიდინფიცირებულების შეკითხვები შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართდება, რომელიც პასუხს წერილობით ან ტელეფონით გასცემს
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს.

ინფიცირებულებს შეუძლიათ ექიმებს ონლაინ დაუკავშირდნენ და პასუხი წერილობით მიიღონ, საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტთან სატელეფონო კომუნიკაციაც მოხდება.

აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი კოვიდ-კლინიკა გაიხსნა

„ეს იქნება ძალიან მარტივი და მოხერხებული ონლაინსერვისი. პაციენტს „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ვებგვერდზე შეეძლება აკრიფოს მოკლე შეკითხვა, რომელიც გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან“, - განაცხადა „საქართველოს ექიმთა ასოციაციის“ წევრმა არჩილ ჩხოტუამ.

ჩხოტუას განცხადებით, ამ სერვისთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.