მსოფლიო დღეს

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტი თურქეთის სავალდებულო დასჯას ითვალისწინებს

ვაშინგტონმა არაერთხელ მოსთხოვა ანკარას, უარი ეთქვა რუსული სისტემების შეძენაზე და მათ ნაცვლად ამერიკული წარმოების კომპლექს Patriot-ს სთავაზობდა.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ შეთანხმებული 2021 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლად დაწესებას ითვალისწინებს თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემა С-400-ების შესყიდვის გამო.

რეზოლუცია მიღებულია: ევროპარლამენტმა თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა
„აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა პრეზიდენტი ვალდებულია დააწესოს „ამერიკის მოწინააღმდეგეების მიმართ სანქციების მეშვეობით ბრძოლის შესახებ“ კანონის 235-ე მუხლით გათვალისწინებულიდან ხუთი ან მეტი შემზღუდავი ზომა თითოეული იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც შეგნებულად მონაწილეობდნენ С-400-ების შეძენაში“, — ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთსა და თურქეთს შორის С-400-ების მიწოდება–შეძენის თაობაზე კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. თურქეთი პირველია ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთისგან შეიძინა ეს სისტემები. ანკარის გადაწყვეტილებას აშშ-ისა და სამხედრო ალიანსის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა არ აპირებს უარი თქვას С-400-ზე მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ზეწოლისა.