ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე შეიქმნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ძალისხმევით ახლო მომავალში ქართულ წიგნებს რომისა და ბერნის სახელმწიფო ბიბლიოთეკებშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. 

კეკელიძის ფონდი ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შვილს დაეხმარება

ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა და აღნიშნულ მოვლენას მნიშვნელოვანი უწოდა. მემორანდუმის გაფორმება გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოხდა.

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაჩნდება, ასევე დაიწყება ერთობლივი აქტიური კვლევები გერმანიაში დაცულ ქართულ არქივებზე.

„მალე იგივე ტიპის თანამშრომლობას ვგეგმავთ შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის და იტალიაში რომის მთავარ ბიბლიოთეკებთან“, – დაწერა კეკელიძემ.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ქართული წიგნის კუთხე მსოფლიოს 70 ქალაქშია გახსნილი.